25 ნოემბერს ქ.თბილისის 167-ე სკოლის მე-4 კლასთან გაიმართა 2022-2023 სასწავლო წლის კინო-კლუბ ,,სინემას" პირველი ჩვენება. მოსწავლეებმა უცქირეს ფილმს- ,,გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ" და საინტერესო დისკუსიაც მოაწყეს. დაახასიათეს ფილმის მთავარი პერსონაჟი და არგუმენტებიც მოიყვანეს ფილმიდან (რატომ იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და მეოცნებე). გაავლეს პარალელები თავიანთ ცხოვრებასა და გოგონას ცხოვრების წესზე. საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაზებიც დააფიქსირეს: ,,მთავარია არა ის, თუ რას აკეთებ, არამედ ის თუ როგორ აკეთებ და ეკიდები საქმეს."
მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ოცნებებზე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ყველას აზრის დაფიქსირება ვერ მოესწრო და ვთხოვე, გული რომ არ დასწყვეტოდათ შინ დაეწერათ და წარმოედგინათ მეორე დღეს.. მოცემულმა ფილმა დიდი ემოციები და შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. ფილმით დაინტერესდნენ პარალელური კლასის პედაგოგები და მოსწავლეები და საჭირო გახდა ფილმის განმეორებითი ჩვენება,რომელიც დაიგეგმა 29 ნოემბერს.
No comments:
Post a Comment