Tuesday, 10 June 2025

საერთაშორისო პროექტი ,,Digital theatre"

   წარმატებით დასრულდა მუშაობა საერთაშორისო პროექტზე ,, Digital theatre", რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სსიპ ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლის მე-6გ კლასის 4 მოსწავლე. პროექტის დამფუძნებელი იყო თურქი კოლეგა Imen Oudherfiდა თანადამფუძნებელი რუსუდან გორგაძე. პროექტში სულ ჩართული იყო 3 თურქი, 2 ტუნისელი, 1 ქართველი და 1 ლიბაანელი პედაგოგი მოსწავლეებითურთ. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების – მათ შორის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული წიგნიერების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის – განვითარებას, ინგლისური ენის გამოყენების წახალისებას და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას ინოვაციური სასწავლო აქტივობების გზით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ონლაინ აქტივობებში, წარმოადგინეს თავიანთი კულტურა, იმუშავეს ფოლკლორულ თემებზე, შექმნეს ციფრული ილუსტრაციები და საბოლოოდ წარმოადგინეს ინტერაქტიული ციფრული სპექტაკლი.  პროექტმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეთა თვითგამოხატვის, გუნდური მუშაობისა და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების უნარები.

n

----------
Digital theatre final product Imen Oudherfi-(ი)სგან