Saturday, 15 June 2024

საერთაშორისო პროექტი ,, Little DigiTravellers“

 წარმატებით დასრულდა მუშაობა საერთაშორისო პროექტზე ,, Little DigiTravellers“,რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სსიპ ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლის მე-5 და მე-3 კლასელი მოსწავლეები. პროექტის დამფუძნებელი იყო თურქი კოლეგა ინგლისური ენის პედაგოგი Fikriye IMARETLI და თანადამფუძნებელი რუსუდან გორგაძე. პროექტში ჩართული იყო ამავე სკოლის პედაგოგი ბელა ნავდარაშვილი, 9 თურქი, 4 რუმინელი და 1 ტუნისელი პედაგოგი მოსწავლეებითურთ. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს სწავლა-თამაშით გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ცოდნა და 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია,გუნდურობა,შემოქმედებითობა,კრეატიულობა, პრობლების გადაჭრა და სხვა.. პროექტი ეხებოდა ვირტუალურ მოგზაურობას. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოს ღირშესანიშნავ ადგილებს, მოიძიეს ინფორმაციები ქვეყნების, დედაქალაქების და ისტორიული ადგილების შესახებ. დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენეს სხვადასხვა web2 ინსტრუმენტები...